ფეხბურთი

11:47 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თექთურმანიძე “დილაში” ითამაშებს

ცხინვალის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჯერ თექთურმანიძესთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა, მაგრამ “დილაში” მისი გადასვლა გადაწყვეტილია.

24 წლის თექთურმანიძემ 2013-2014 წლების სეზონში “სპარტაკში” 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მან ცხინვალელებში 15 შეხვედრა გამართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116989