ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა მოგებული, რასაც მიჯრით 2 მარცხი მიაყოლა და პირველი ადგილიდან მესამეზე დაქვეითდა.
ნოვგოროდელები “ზენიტს” ესტუმრნენ და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ ქულას აგებდნენ, საბოლოოდ კი, 60:80 განადგურდნენ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 12:06 წუთში 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
ფაცაციამ 3 სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში ამერიკელი კალათბურთელები ტრეი ტომპკინსი და ტერენს კინსი გამოირჩნენ, რომელთაც შესაბამისად, 20 და 18 ქულა მოაგროვეს.
“ნიჟნი ნოვგოროდი” მომდევნო მატჩს 5 იანვარს კრასნოიარსკის “ენისეისთან” ჩაატარებს, 26 დეკემბერს კი, ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” “კრასნი ოკტიაბრს” ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის პრქტიკა აუცილებელია ჩვენთვის. სათადარიგოებში ლევანის ყოლა აუცილებელია დღევანდელ დღეს. ფორმაში მყოფის რა თქმა უნდა .
ასე უქულოთ თამაშიც არ ვარგა.
რა არის ტო კალათბურთია თუ ფეხბურთი ქულა რომ ვერ ჩაუგდია
ნუ დაცვაში კი ნორმალურად თამაშობს,მარა ქულას ვერ აკეთებს...