ფეხბურთი

21:35 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “ცხადაძეს კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა შეუძლია”

ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის დანიშვნა დადებითად შეაფასა. მისი აზრით, ახალი მწვრთნელის წარმატების საფუძველი კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება უნდა იყოს.

“კახა ცხადაძესთან არ მიმუშავია, თუმცა მისი შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს მაღალკვალიფიციური მწვრთნელი ეყოლება. ვუსურვებ ეროვნულ გუნდთან ერთად პირველივე თამაშში, ამხანაგური იქნება ეს თუ ოფიციალური, წარმატებას მიაღწიოს და გუნდის ერთ მუშტად შეკვრა შეძლოს”.

“კახა ცხადაძის მწვრთნელობისას ნაკრების წარმატებით თამაში რეალურად მიმაჩნია. მას გვერდით დგომა სჭირდება. მე კი მთელი გულით ვუსურვებ პირველივე თამაშებიდანვე გამარჯვებებს”, - აღნიშნა დავით მუჯირმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120371