ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა ინტერნეტპორტალ championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ნამდვილი აღმოჩენაა.
“საწყენია, რომ კვირკველია რუსი არაა. სოლომონი აღმოჩენაა. თავად ნახავთ, როგორი მოთამაშე გაიზრდება. მას ახლაც ვეუბნები: “შენ ინგლისში და გერმანიაშიც არ დაიკარები”. ვხედავ, რაც შეუძლია. სოლომონს ჯერ საკუთარი თავის თავად არ სჯერა - ზოგჯერ ეშინია, ნერვიულობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოვა”, - თქვა ბილიალეტდინოვმა.
“რუბინის” მწვრთნელს ასევე გული წყდება, რომ ყაზანელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი მამუკა კობახიძე რუსი არაა.