კალათბურთი

16:20 | 24.12.2014 | ნანახია 1318 - ჯერ

ფაცაცია “ნიჟნი ნოვგოროდში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი ლევან ფაცაცია ევროლიგის ტოპ-16-ში გასულ “ნიჟნი ნოვგოროდის” ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უთუოდ წაადგება.

“კლუბის ხელმძღვანელობის და ლევან ფაცაციას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კალათბურთელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი “ნიჟნიში” ნოემბრის შუაწელს გამოჩნდა და გუნდს მალევე შეეგუა. მას დაცვაში თამაშის დროს და მოხსნებისას სარგებელი მოაქვს”, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ნიჟნი ნოვგოროდის” მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმაც: “ლევანი მოედანზე ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მისგან ველოდით. თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთ თამაში და შეტევაში მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ფაცაცია გამოგვადგება”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:45 | 25.12.2014
sabonis (9584)

კაი, რა სეზონის ბოლომდე ნორმალურად იქნება და იმედია თავდაჯერებაც შეემატება.

16:28 | 24.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.064915