ფეხბურთი

12:13 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “რეალში გადასვლა არასოდეს მსურდა”

კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ სურვილი არასდროს.

“მე კატალონიში დავიბადე, აქ ჩამოვყალიბდი მაღალი დონის ფეხბურთელად და აქედან გამომდინარე ვარ “ბარსელონას” თავგადაკლული ფანი. მადრიდის “რეალში” გადასვლის საშუალება არაერთხელ მქონდა, მთავაზობდნენ ორმაგ ხელფასს, მიუხედავად ამისა, ყველაფერზე უარი ვთქვი და ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვნანობ, რადგან ვიცოდი იქ ვერასდროს მივიღებდი ისეთ სიამოვნებას და ბედნიერებას, როგორიც “ბარსელონაში” ყოფნით მივიღე.” – განაცხადა ჩავიმ.

34 წლის ჩავის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121407