პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კუნძულ მადეირაზე ძეგლი დაუდგეს. რონალდუ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მაროკოდან პირდაპირ გადაფრინდა მადეირაზე, სადაც, ქალაქ ფუნშალში მისი ძეგლი საზეიმოდ გახსნეს.
სკულპტურის ხილვის შემდეგ რონალდუმ განაცხადა, რომ სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმა მისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. პორტუგალიელის დედამ დოლორეს ავეირუმ კი აღნიშნა, რომ მისი შვილი არ ივიწყებს ადგილს, სადაც დაიბადა და ფეხბურთის თამაში დაიწყო.
ფუნშალში რონალდუს მუზეუმიცაა გახსნილი, სადაც მისი ჯილდოების ასლებია შენახული. ახლა ამ ჯილდოებს მისი 3.4-მეტრიანი ძეგლიც დაემატება.