სეზონის წინ რომ გეთქვათ, "დორტმუნდი" წლის ბოლოს მეორე ადგილზე იქნებოდაო, სავსებით კანონზომიერად ჩათვლიდნენ და უმეტესობა დაგეთანხმებოდათ. იურგენ კლოპის გუნდი მართლაც მეორე საფეხურზეა, ოღონდ... ცხრილი თავდაყირა რომ დააყენო.
ბოლოსწინა ადგილი კი არა, კვირას "ფრაიბურგი" "ჰანოვერს" თუ მოუგებს, "დორტმუნდი" ბოლო ადგილზე დაასრულებენ წელიწადს.
უკვე ისე აგებენ თამაშებს, აზრი არ აქვს ვის ეთამაშებიან. ამჯერად ასევე აუტსაიდერთა შორის მყოფ "ვერდერთან" დამარცხდა კლოპის გუნდი. დავი ზელკემ თავიდანვე დააწინაურა "მუსიკოსები" და მერამდენედ მოხდა, რომ სწრაფად გაშვებული გოლის შემდეგ, კლოპის გუნდი იბნევა, თამაშს ვეღარ ალაგებს და მხოლოდ ქაოტურად უტევს.
ამჯერადაც ასე მოხდა. თითქოს უტევდნენ, თითქოს უნდა გაეტეხათ "ვერდერი", მაგრამ მეორე ტაიმში აქეთ მიიღეს გოლი და მათს ჰუმელსის გატანილითღა უპასუხეს.
"ერთი კარგი ამბავი მოხდა. დღეს 2014 წლის წლის ბოლო მატჩი იყო. ჩვენს მიმართ ნებისმიერი სახის კრიტიკა გამართლებულია. "ვერდერთან" მატჩი ნათლად ასახავდა ჩვენს მდგომარეობას. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის უცუდესი ეტაპია, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი გუნდის" - თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ.
გამოსარჩევია "აუგსბურგის" გამარჯვება "გლადბახთან", თანაც, აგებდნენ. ლუსიენ ფავრის გუნდი მაქს კრუზეს გატანილი პენალტით დაწინაურდა, თუმცა მარკუს ფოილნერმა და რაულ ბობადილიამ "აუგსბურგს" მოაგებინეს. ყოჩაღ "აუგსბურგს" – მეხუთე პოზიციაზეა და მესამეადგილოსანს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ვერც "შალკემ" მოიგო და ვერც "ლევერკუზენმა", არადა, შინ თამაშობდნენ. "ხუმარები" "ჰამბურგს" ვერ მოერივნენ, ხოლო "ლევერკუზენი" ბეწვზე გადაურჩა "აინტრახტს". და რა თქმა უნდა, კვლავ გაიტანა ალექსანდრ მაიერმა – "აინტრახტის" 31 წლის ფორვარდი საუკეთესო ბომბარდირია ბუნდესლიგაში, მე-13 ბურთი მიითვალა სეზონში.
აუგსბურგი-გლადბახი 2:1 (1:1)
აუგსბურგი: მანინგერი, ბაბა, კლავანი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, ბაიერი, კაიუბი, ალტინტოპი (ტომი 90+2), ფოილნერი, ეშვაინი (ფილიპი 90), ბობადილია (კორი 79)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გლადბახი: სომერი, ბრაუერსი, დომინგესი, კორბი (ჯონსონი 77), იანჩკე, კრამერი, ჯაკა, თორგან აზარი, ჰანი (ჰერმანი 61), ჰრგოტა (ტრაორე 61), მაქს კრუზე
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 0:1 მაქს კრუზე (3 პენ), 1:1 ფოილნერი (19), 2:1 ბობადილია (50)
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი (2), ტრაორე (65), ბაბა (76), კრამერი (80), კორი (89)
მსაჯი: დანკერტი
ბურთის ფლობა: 51-49, კარში დარტყმა: 18(5)-14(6), კუთხურები: 4-7; თამაშგარე: 5-0, სეივი: 6-4, ჯარიმები: 14-11
ლევერკუზენი-აინტრახტი 1;1 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი, ჩალჰანოღლუ, როლფესი (ბრანდტი 70), სონი (დრმიჩი 76), კისლინგი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
აინტრახტი: ჰილდებრანდი, ანდერსონი, ჩანდლერი, მადლუნგი, ოცზიპკა, ჰასებე, ინუი (მედოევიჩი 83), მაიერი, შტენდერა (კიტელი 70), პიაზონი, სეფეროვიჩი
(კადლეცი 90+1)
მწვრთნელი: თომას შააფი
გოლები: 0:1 მაიერი (36 პენ), 1:1 ბელარაბი (83)
გაფრთხილება: სპაჰიჩი (27), კისლინგი (57), ჩანდლერი (64), ვენდელი (74), ჰილდებრანდი (90)
მსაჯი: შტარკი
ბურთის ფლობა: 56-44, კარში დარტყმა: 16(3)-9(5), კუთხურები: 4-1; თამაშგარე: 8-7, სეივი: 4-2, ჯარიმები: 17-20
შალკე-ჰამბურგი 0:0
შალკე; ფერმანი, აოგო, ფუხსი (აიჰანი 46), ჰიოვედესი, სანტანა,უჩიდა, ბარნეტა (სანე 66), ჰიოგერი, ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
ჰამბურგი: დრობნი, ჯურუ, გიოტცი, ოსტრჟოლეკი, რაისი, ბეჰრამი, ჰოლტბი, ჟირაჩეკი, ნიკო მიულერი, გუაიდა, რუდნევსი
მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი
გაფრთხილება: ბეჰრამი (42), ჰიოგერი (69), რაისი (81)
მსაჯი: შმიდტი
ბურთის ფლობა: 53-47, კარში დარტყმა: 17(8)-15(5), კუთხურები: 6-5; თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-8, ჯარიმები: 11-13
შტუტგარტი-პადერბორნი 0:0
შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, გოტოკუ საკაი, შვააბი, დიდავი (ლეიტნერი 66), გენტნერი, ჰლუშეკი, რომეუ, ჰარნიკი (გინჩეკი 61), ტიმო ვერნერი (კოსტიჩი 77)
მწვრთნელი: არმინ ფე
პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰანემაიერი, რაფა, ციგლერი, ბაკალორცი, ბრიუკნერი, რუპი (საგლიკი 90+2), შტოპელკამპი (კაჩუნგა 80), ვრანჩიჩი (მეჰა 71), ვემერი, კუჩკე
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გაფრთხილება: ვრანჩიჩი (6), შტოპელკამპი (16), რუპი (42), დიდავი (61)
მსაჯი: შტიბერი
ბურთის ფლობა: 43-57, კარში დარტყმა: 11(3)-17(5), კუთხურები: 5-5; თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-3, ჯარიმები: 16-19
ვერდერი-დორტმუნდი 2:1 (1:0)
ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გალვესი, გარსია, ლუკიმია, ბეგფრედე, ბერტელსი (ჰუსინგი 88), იუნუზოვიჩი (მაკიადი 90+2), ლორენცენი (ფელიქს კროოსი 60), გაბრე სელასი, ზელკე
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი (ბლაშჩიკოვსკი 76), გინტერი, ჰუმელსი, გროსკროიცი, შმელცერი, კელი (კაგავა 46), გიუნდოგანი, კირხი, ობამეიანგი, იმობილე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: ზელკე (3), 2:0 ბერტელსი (62), 2:1 ჰუმელსი (69)
მსაჯი: გრაფე
ბურთის ფლობა: 38-62, კარში დარტყმა: 12(3)-14(5), კუთხურები: 2-6; თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-1, ჯარიმები: 12-9
ვოლფსბურგი-კიოლნი 2:1 (1:1)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოჩე, როდრიგესი, მალანდა (ლუის გუსტავო 58), გულავოგი (არნოლდი 58), დე ბრუინი, ვიერინია, პერიშიჩი (კალიჯური 66), დოსტი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, ჰექტორი, ვიმერი, მარო, ლემანი, ჰალფარი, გერჰარდტი, რისე (ცოლერი 52), სვენტო (მატუშიკი 65; ოსაკო 83), უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გოლები: 0:1 მარო (11), 1:1 დოსტი (16), 2:1 ნალდო (78)
მსაჯი: გაგელმანი
ბურთის ფლობა: 51-49, კარში დარტყმა: 18(5)-14(6), კუთხურები: 4-7; თამაშგარე: 5-0, სეივი: 6-4, ჯარიმები: 14-11