ფეხბურთი

16:12 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ადებაიორსა და სოლდადოს მარტინესში ცვლის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" მზადაა ემანუელ ადებაიორი და რობერტო სოლდადო "პორტუს" ჯექსონ მარტინესში გაუცვალოს. აღნიშნული ბარტერი "ტოტენჰემს" რეალურად მიაჩნია, ხოლო პორტუგალიელების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბოლო წლებია შესანიშნავად გამოიყურება და ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა. 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამხრეთ ამერიკელს ბევრი გუნდი მაცდუნებელ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელი პორტუგალიაში დარჩა.

"პორტუს" 28 წლის კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 17 გატანილი გოლით გამოიჩინა. გასულ სეზონში 51 მატჩში 29 გოლი დაუგროვდა. სულ კი "დრაკონების" მაისურით ჩატარებულ 112 მატჩში მეტოქე 77 დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127966