თამაშგარე

10:25 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კორადის მშვენიერი მეუღლე

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ბერნარდო კორადი, არასოდეს ყოფილა იმ დონის მობურთალი, რომ მასზე განსაკუთრებულად ბევრი ეწერათ და იტალიის ბულვარული პრესის წარმომადგენლები მისი ცხოვრების უმცირესი დეტალებითაც კი დაინტერესებულიყვნენ.

მაგრამ, ბერნარდოს სახელი დღეს ლამის ყველა იტალიელმა იცის და ეს პირველ რიგში მისი მეუღლის, უცნობილესი და ულამაზესი იტალიელი მოდელის, 34 წლის ელენა სანტარელის დამსახურებაა, რომელსაც წლები მართლაც რომ ვერაფერს აკლებს და მისი სილამაზე კვლავინდებურად გაფურჩქნულია.

როგორც იცით, ბერნარდო კორადიმ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და ამჟამად მის მთავარ საქმიანობას, ცოლის ფინანსური მენეჯერობა და ორი შვილის გაზრდა წარმოადგენს. ბერნარდო ამბობს, რომ ამაყობს ასეთი ლამაზი და პოპულარული ცოლით და მის ჩრდილქვეშ ყოფნის სულაც არ რცხვენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160737