იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” “ტორინოს” დაუხვდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველი ფორვარდი მინდორზე მე-80 წუთზე ვეტერანი მასიმო მაკარონეს ნაცვლად გამოჩნდა, უკანასკნელ წუთზე კი ტურინელებს შვედი პონტუს იანსონი გაუძევეს. “ემპოლის” 16 ქულით მე-14 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს ფლორენციაში ფიორენტინასთან ჩაატარებს.