არგენტინელი მოდელი, მარიანა დიარკო, ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც პოპულარობა ფეხბურთის ქომაგობით მოიპოვა, მაგრამ ამ პოპულარობას შენარჩუნება და განმტკიცება ხომ სჭირდება?
მარიანა არაერთ ცნობილ ჟურნალთან თანამშრომლობს და მისი ტიტლიკანა ფოტოებიც არაერთ გამოცემაში დაბეჭდილა, თუმცა, საყოველთაო ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, როდესაც განაცხადა, არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “სან ლორენცოს“ ფანი ვარო და სტადიონის ტრიბუნაზე მკერდიც ააცახცახა.
მარიანა დიარკოს ოცნებაა, რომ ევროპაში გადაბარგდეს და ევროპის ცნობილ სამოდელო სახლებთან გააფორმოს კონტრაქტი და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. პოპულარობისათვის მხოლოდ ფოტოკამერების წინ პოზიორობა რომ არ კმარა – ესეც ცნობილი ამბავია...







