ფეხბურთი

17:19 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დარენ ფლეტჩერი სახლიდან მიდის

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი, რომელიც ბოლო დროს მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან წავიდეს.

ინგლისური “დეილი სტარის” ცნობით, 30 წლის ფეხბურთელთან თანამშრომბლობით ბირმინგემის “ასტონ ვილაა” დაინტერესებული. “ვილა პარკელთა” თავკაცი პოლ ლამბერტი ფაბიენ დელფის შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით იანვარში გუნდს დატოვებს. ბირმინგემელთა გარდა, ფლეტჩერით დაინტერესებული “ჰალ სიტიცაა.”

შოტლანდიელი ნახევარმველი “ოლდ ტრაფორდზე” 2003 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118626