ფეხბურთი

16:56 | 13.12.2014 | ნანახია 1768 - ჯერ

ლევან ყიფიანი: "ფეხბურთის განვითარებას გულისყურით ვუდგებით და პროგრამას ფედერაციასთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ"

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 2013/14 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ "მსოფლიო სპორტს" ქართული ფეხბურთის შესახებ ესაუბრა. ყიფიანის განცხადებით, სამინისტროს ფეხბურთის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმა აქვს.

ლევან ყიფიანი: ფეხბურთს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. მოგეხსენებათ პრემიერთან შეიქმნა კომისია, რა თქმა უნდა, ფეხბურთი მოითხოვს მასშტაბურ მიდგომას, ეს არ არის ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, ეს გლობალური თემაა. ფეხბურთის განვითარებას სიფრთხილით ვუდგებით, უკვე მომზადებულია სტრატეგიული ხედვა ფეხბურთის განვითარების, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ კომისიაზე და შესაბამისად მომავალი წლიდან უნდა დავგეგმოთ ფეხბურთში სწორი ნაბიჯები, რეორგანიზაცია, ჯანსაღი ძალების მიბილიზაცია, რომ ფეხბურთის განვითარება მოხდეს. ამიტომ ეს ცალკე თემაა, რომელსაც ძალიან გულისყურით ვუდგებით და აუცილებლად განვახორციელებთ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.

ლევან ყიფიანმა საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზეც გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან გაღებული თანხების ბრმად დახარჯვა არ შეიძლება.

"ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს და კლუბების მიერ ქვეყნისგან გამუდმებით ფულის მოთხოვნა არ შეიძლება. ეს სისტემა უნდა ხორციელდებოდეს პროგრამის ფარგლებში, უნდა არსებობდეს კონცეფცია და ხედვა, რომელიც წარმოდგენილი ექნება კონკრეტულ კლუბს და ასეთ შემთხვევაში განხორციელდება თანხების დახარჯვა. არ შეიძლება გადამხდელის ფული დაიხარჯოს ბრმად, რომელიმე მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე. ეს უნდა იყოს სისტემური ცვლილება, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ მიზანზე, რაც ჩვენ გვაქვს. მიზანი გახლავთ ახალგაზრდა ფეხბურთელების, ინფრასტრუქტურის, ეროვნული ჩემპიონატის განვითარება, რომელიც მთლიანობაში ქმნის ეროვნული ნაკრების და ასაკობრივი გუნდების რეფორმირებას და განვითარებას. ეს არის ჯაჭვი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაღაცის შეცვლა”.


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:41 | 15.12.2014
araza-1918 (6330)

სანამ მოვიდოდა უკვე ქონდა ფეხბურთის განვითარების გეგმა და ეხლა იძახის რომ ვმუშაობთო გეგმაზე უნიათო მატყუარა

23:00 | 14.12.2014
ogafa (10220)

ერთი საბავშვო ტურნირი

01:29 | 14.12.2014
akhali (10761)

-თუნდაც ერთი საბავშვო ტურნირი ან სპორტის სამინისტრომ,ან მერიამ....ვერ უნდა ჩაატარონ?აუცილებელია ხშირი საერთაშორისო მატჩები ბავშვებისთვის და ერთადერთ ოთხთა ტურნირი ჩაატარა საბურთალომ რამდენიმეჯერ და წელს ისიც არ ჩატარებულა.წელიწადში მთელი საქართველოდან ერთი ასაკობრივის კლუბი,რომ მიიღებს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას საკმარისად მიგაჩნიათ?
-დიდი პრობლემა და დიდი ფინანსებია საჭირო?გაცილებით ნაკლები ,ვიდრე ხელისუფლების პრემიებია!
-იპოდრომის ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის აშენება კარგი იქნებოდა და დიდი საერთაშორისო ტურნირისთვის შესანიშნავი ადგილი იქნებოდა!და ამ ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონიდან უნდა თამაშობდნენ ბავშვები!ხელისუფლებამ უნდა გაანძრიოს ტვინი!ამას ფედერაცია ვერ გადაწყვეტს!

01:20 | 14.12.2014
predator88 (628)

SHEN EKAIPE DEDASHENS

01:15 | 14.12.2014
gogimama (163)

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამისთვის:
1. უნდა შეიქმნას კომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც უჭრის გონება. ასეთი შეიძლება ფეხბურთელიც იყოს და არაფეხბურთელიც;
2. მათ უნდა შეიმუშავონ საქართველოში არსებული და ახალი სტადიონების რემონტის, მშენებლობისა და ექსპლოატაციის გეგმები თარიღების და სვარაუდო ღირებულებების მითითებით;
3. შეიმუშავონ სამწვრთნელო კადრების მომზადების, გადამზადების, მათი კონკრეტულ სტადიონებსა და საფეხბურთო სახელმწიფო სკოლებში მიმაგრების დროში გაწერილი გეგმები სახელფასო ფონდების მითითებით;
4. შეიმუშავონ და ჩამოაყალიბონ საინტერესო და მიმზიდველი საშეჯიბრო სისტემების ქსელი ყველა ასაკის ფეხბურთელებისათვის;
5. დაგეგმონ დანარჩენი ქმედებები, რაც აუცილებელია განვითარებისათვის;
შემდეგ პრემიერმინისტრთან შეათანხმონ და გადააქციონ ახალ, მძლავრ სახელმწიფო პროგრამად, რომელიც მიზნობრივად დაფინანსდება ბიუჯეტიდან.
რამოდენიმე წელიწადში აღნიშნული პროგრამის განხორციელება შედეგის მოცემას დაიწყებს, როგორც ფეხბურთში, ასევე საზოგადოების ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით.
ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და ეხლა გაჩაღებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს.

21:48 | 13.12.2014
akhali (10761)

კიდევ 95 მილიონით გაუზრდია ხელისუფლებას ხელფასები და ფეხბურთისთვის სადაა ფული?...დაისვენეთ.ანტრაქტი ფეხბურთისთვის ....

21:46 | 13.12.2014
akhali (10761)

- ფეხბურთის ფედერაციას და სპორტის სამინისტროს შორის პოლიტ.უთანხმოებაა?
-ფედერაციამ გვაჩვენოს რა და როგორ იხარჯება(გამოაქვეყნოს ბიუჯეტი),საერთოდ ხელფასები ,პრემიები(თუ ვიცით რომ ყიფიანს პრემიების სახით 21ათასი აუღია,გავიგოთ რამდენს იღებს სიჭინავა და კ...)...თუ სპორტის სამინისტროს აქვს კითხვები ფედერაციის მიმართ,ეს კითხვები სამართალდამცველებთან და დაამტკიცონ ან გააბათილონ ეჭვები.ქართული ფეხბურთი რატომ უნდა იყოს ტ...ში ,უძრაობაში ჩინოვნიკების პირადი სიმპატია-ანტიპატიის გამო?ელოდებიან ფედერაციის პრეზიდენტის ახალ არჩევნებს?მერე საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელი დარჩება და თუ ოცნებამ წააგო,ახალმა ხელისუფლებამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტები უნდა შეაჩეროს,სანამ ახალი ფეხბურთის პრეზიდენტის არჩევნები არ დაინიშნება და სანამ არ ,,დაინიშნება თავის ფავორიტი,,პრეზიდენტად?და ასე ერთ წრეზე როდემდე?
-სპორტის სამინისტრო?პროგრამა არჩევნებამდე ხომ გააჩნდათ?უფრო ზუსტად ხელისუფლება,მთავრობა თვითონ რას აკეთებს ფეხბურთისთვის?რა გააკეთეს ორი წლის განმავლობაში?ინფრასტრუქტურის მოწყობა ფედერაციის პრორეგატივა არ არის და თუნდაც ერთი სტადიონი აშენდა?.....კანომდებლობა ფედერაციამ უნდა შეცვალოს თუ პარლამენტმა?ბიზნესი სპორტით ვინ უნდა დააინტერესოს?თუ ერთი მორწყვა გაზონის 2ათასი ლარი ჯდება,ფედერაცია რა შუაშია?ქვეყნის ბიუჯეტი ფედერაციამ უნდა მიიღოს?

21:31 | 13.12.2014
torbedinho (394)

აუ კაცურად თუ ვინმე თამაშობთ ფოოტბალ მანაგერ 2015 გამომეხმაურეთ რა რაგაცის სეკითხვა მინდა

21:20 | 13.12.2014
fero (15151)

ფეხბურთის განვითრების გეგმა უნდა წარადგინოს ფეხბურთის ფედერაციამ და არა სპორტის სამინისტრომ! ნუ აგერევათ ერთმანეთის კომპეტენციები! მათ საყურადგებოდ! ვინც სამინისტროსკენ ხელს იშვერს! იქნებ დაძაბოთ გონება და გაიხსენოთ ლოდიას გეგმა! რომელიც უარყო ფედერაციამ! და ამ ცირკაჩ ვაზელინას დუეტმა Dა მისმა ამფსონებმა სადაც ერთი გეგმა უარყვეს! გჯერავთრომ სხვას აიტაცებენ? არა! სანამდე ეს ფედერაცია ამ შემადგენლობით გამოდევნილი არ იქნება! მანამდე არანაირი გეგმა არ იმუშავებს! არ დაუშვებენ იმას რომ ფეხბურთის განვითრებისათვის მარცვალი ხნულში ჩააგდონ!

19:06 | 13.12.2014
Lakyniko (124)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:01 | 13.12.2014
Lakyniko (124)

ეს მანამ მთავრობაში მოვიდოდა უკვე ქონდა ფეხბურთის განვითარების გეგმა და ეხლა იძახის რომ ვმუშაობთო გეგმაზე. . . ალბათ დაკარგა. . ვინც შენ მოგათრია იმისს ..........................................

18:55 | 13.12.2014
akhali (10761)

მართლაც -ვიტალი დარასელიაზე ერთი სტატია დაგედოთ...

18:52 | 13.12.2014
akhali (10761)

უკვე ალბათ შეიძლება აღარ შეწუხდეთ ჟურნალისტები...როგორც ორი წელი არ დადებულა პროგრამა,ისე როცა დაიდება ქართული ფებურთისთის შესამჩნევი ძვრების აღარ მჯერა.მხოლოდ ბიუჯეტის ფულებს მიითვისებენ ,რაღაც კიდევ უმნიშვნელო საპიაროდ ახალი არჩევნებისთვის(კიდევ ერთხელ აგვირჩიეთ და ეხლა ნაღდად მოვასწრებთო)....
-რეფორმებს ახალგაზრდა განათლებული,კომპეტენტური ხალხი თუ განახორციელებს და სამწუხაროდ ჩვენთან ეს დღეს არ არსებობს...
-უცხოელი მრჩევლებია საჭირო!კროიფი!....პლიუს ახალგაზრდა ქართველები(მენეჯერების მომზადება,მწვრთნელების...)....

18:45 | 13.12.2014
vereli (488)

მაგარი ქლესა ტიპია...

18:22 | 13.12.2014
Givi Cekvashvili (1931)

არგვჯერა და რავქნათ))) ყველა ეგრე იძახის და მერე არაფერი, დაიწყეთ ბატონო და რაგაკეთდა მერე ის ილაპარაკეთ, თორე მომდევნო წლებიდან ვიწყებთო ბევრი გვაქ მოსმენილი და სადვართ კივხედავთ

18:12 | 13.12.2014
Torres9 (12692)

ეს კაცი კიდე მატყუარაა და მეტი არაფერი

18:11 | 13.12.2014
რაჭა (10043)

არა შეჯდა მწყერი ხესა....

18:11 | 13.12.2014
Torres9 (12692)

დღეს ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 32 წელი შერსულდა...ნუთუ 1 პატარა სტატიას არ იმსახურებდა?

17:57 | 13.12.2014
normali (400)

ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-12 წელიწადში იმდენი შეცდომა დაუშვა და უსუსურობა გამოიჩინა, რომ ამის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირედება. კევან ყიფიანს ნუ ვაბრალებთ იმ პრობლემებს, რომელიც 1990 წლებიდან დაგროვდა, თუმცა დღევანდელ მთავრობას მართებს უფრო მეტი ოპერატიულობა..

17:34 | 13.12.2014
M.U2015 (19400)

ვინმეს მაინც ჯერა ამ კაცის? თუ ოცნებში დაფრინავთ როგორც მთავრობა

17:28 | 13.12.2014
levani82 (41682)

arturi-baierni

ამ ფედერაციის დანახვაც არ უნდა

17:11 | 13.12.2014
დათო გურგენიძე (1264)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:11 | 13.12.2014
arturi-baierni (24493)

როდის უნდა დააღირსოთ ბოლო-ბოლო ფეხბურთის განვითარების გეგმის განხორციელება.........ყელშია ამოსული ამა თუ იმ მთავრობის ხელმძღვანელების მიმართ სულ ერთი და იგივე ლაპარაკი ვამზადებთ განვიტარების გეგმას ვამზადებთ ვამზადებთ რა ვერ მოამზადეთ ამდენი ხანი 20 წელი გავიდა სულ ერთი და იგივე ისმის სხვადასხვა ხალხისგან ბოლოს და ბოლოს ან დაიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ან საერთოდ მიაყარეთ მიწა დავიღალეთ ამდენი ლოდინით

17:02 | 13.12.2014
kobe bryant24 (4850)

აბა რას იზამ შენ უბედურის ერთი ხარ

0.067393