ფეხბურთი

2:44 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინომ "ჰოფენჰაიმი" ზემოთ ასწია

დრამატული მატჩით გაიხსნა ბუნდესტური: "ჰოფენჰაიმმა" ამ სეზონში უკვე მერამდენედ მოახერხა ბოლო წუთებში მოგება. საყურებლადაც კარგი მატჩი იყო, N რაოდენობის მომენტებით და მეკარების ბრწყინვალე თამაშით. განსაკუთრებული როლი მასპინძელთა გამარჯვებაში ორმა ფეხბურთელმა ითამაშა: უნგრელმა შალაიმ და ბრაზილიელმა ფირმინომ.
შალაი შეცვლაზე შევიდა და გოლი მიითვალა, ხოლო ბოლო წუთებში ქუსლით გაუკეთა პასი ფირმინოს და ბრაზილიელმაც ახლოდან დარტყმით გამარჯვება მოუტანა "ჰოფენჰაიმს".
გუნდები ცხრილში მეზობლად იყვნენ და მეზობლადვე დარჩნენ, ოღონდ ადგილები გაცვალს: "ჰოფენჰაიმი" მეშვიდეზეა, ხოლო "აინტრახტი" – ერთი საფეხურით დაბლა.

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 3:2 (1:0)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ზიულე (შტრობლი 10), ელიონუსი (შიპლოკი 87), მოდესტე (შალაი 66), ფირმინო, პოლანსკი, შვეგლერი, ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
აინტრახტი: ჰილდებრანდი, ანდერსონი, ჩანდლერი, ოცზიპკა, რუში, აიგნრი (კიტელი 90), მაიერი, ჰასებე, ინუი (პიაზონი 75), შტენდერა (მადლუნგი 82), სეფეროვიჩი
მწვრთნელი: თომას შააფი
გოლები: 1:0 ფოლანდი (43), 1:1 აიგნერი (57), 2:1 შალაი (66), 2:2 სეფეროვიჩი (77), 3:2 ფირმინო (87)
გაფრთხილება: ანდერსონი (32), კიმი (35), ბეკი (57), ჰასებე (75), ფირმინო (88)
მსაჯი: რიოხი
ბურთის ფლობა: 50-50, კარში დარტყმა: 20 (13)-19 (13), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 11-10; ჯარიმა: 17-20

0.131933