თამაშგარე

10:39 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯინა ლიზასა და არტურ ბოკას უცნაური ტრფობა გრძელდება

სექსუალური გერმანელი მოდელი, ჯინა ლიზა ლოფჰინკი, რომელიც ამ ორი წლის წინ, კოტ დივუარელ ფეხბურთელს, არტურ ბოკას სისტემატიურად ხვდებოდა და მოფერებით ”შავ შოკოლადს” უწოდებდა, ფერადკანიან ფეხბურთელს ორჯერ დაშორდა და არტური მას ორივეჯერ შეურიგდა.

დაშორების მიზეზი ბანალური იყო. როგორც ჩანს, ჯინა ლიზამ ვერ მოითმინა და თავის გულისსწორს რამდენჯერმე უღალატა, რაც სულაც არაა გასაკვირი. ჯინა ლიზა მოდელის გარდა, ეროტიკული ფილმების მსახიობიცაა და არაერთ მამაკაცთან ხვანცალი ხშირად როგორც მთავრდება ხოლმე, ყველამ კარგად ვიცით.

ამჟამად ჯინა ლიზა ლოფჰინკი და მისი გულისსწორი ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა ერთმანეთს მაინც ხვდებიან და გერმანელ ”ყვითელ” ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ ამ წყვილის რეალური ურთიერთობების სიღრმე დაადგინონ. უცნაური ხალხია და იმიტომ...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091446