კალათბურთი

21:01 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო ენტონის მუხლის ტრავმა აწუხებს

როგორც “ნიუ იორკ ნიქსის” კალათბურთელმა კარმელო ენტონიმ განაცხადა, მას მთელი სეზონია მუხლის ტრავმა აწუხებს და გუნდის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას რა მოიმოქმედოს. შესაძლოა, “ნიუ იორკის” ლიდერმა რამდენიმე დღე დაისვენოს და “სან ანტონიოსთან” გასამართ მატჩში ვერ მიიღოს მონაწილეობა.

“ზოგჯერ კარგად ვარ, ზოგჯერ მუხლის ტრავმა თავს მახსენებს. სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიმსჯელებ და ვეცდები საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო” –კარმელოს სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062808