“ცხადია, ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანში გვაქვს, თუმცა, ურთულესად დასაძლევი მეტოქეები შეგვხვდა. ხორვატია საშინაო კედლებში ითამაშებს, ქომაგები არ დააკლდება სლოვენიას, მაკედონიასა და საბერძნეთსაც. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის სტარტის წინ ჩვენი ბიჭები სათანადო ფორმაში იყვნენ და ტრავმებიც თავიდან ავიცილოთ. განსაკუთრებით, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის მანუჩარ მარკოიშვილის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა დავიმატოთ უცხოელი მაღალი კლასის გამთამაშებელი. ამის გაკეთების გარეშე დასახული ამოცანის გადაჭრა ერთი-ორად გართულდება”, - გვითხრა საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, რომელსაც ევროპის 2015 წლის საკალათბურთო პირველობის კენჭისყრის შედეგების კომენტირება ვთხოვეთ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ზაგრები უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კრემონას გამთამაშებელი კარგი იქნებოდა ) მექულეა მაგრად ყრის პროსტა პასი არ იცის D და ჩვენ მეპასეც გვინდა
გამთამაშებლის გარეშე აზრი არ აქ ყველა მოგვიგებს :X ცინცაძე უთამაშებელია ისიც არ დაფრინავს მარა ასე თუ ისე ნორმალური იგროკი იყო და ეგეც არ იქნება ფორმაშI აუცილებლად გვინდა გამთამაშებელი პულენის სამიანით მაგრამ პულენზე ჭკვიანი
მიდი და იპოვეთ ძაან ძნელია :X
გამთამაშებელი კი არა, ყველაზე მეტად სამიანის ნორმალურად მსროლელი გვჭირდება
ოჰოჰო კარგი საძაგელი ვინმეა ეს!
ამისთანა კვალიფიკაციის და პრიორიტეტების მწვრთნელები რომ აღარ გვეყოლება, მერე შეიძლება მართლა წამოვიდეს ახალი თაობა.
ეს ფულზე ორიენტირებული აფერისტი ესა - ვიცი ჩემს ირგვლივ რამდენიმე ბავშვის მაგალითზე რასაც წარმოადგენს და იმიტომაც ვამბობ!
ჰიკმანმა უარი თქვა?
გვჭირდება 1 ნატურალიზებული კარგი გამთავამაშებელი, რომელიც ამავე დროს კარგი შუთერიც იქნება.
და თამაშს არ დაიწყებს საკუთარი სტატისტიკის დადებისთვის და ითამაშებს გუნდისთვის. ისე მაკედონიელი ბო მაკალების მსგავსი რას დაგვხატავდა.
თუ მოაბეს წესიერი უცხოელის აყვანას თავი