ჭადრაკი

1:03 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

4.5 ქულით დაწინაურდნენ

20-წლამდელთა მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე 6 ტური მიილია. გოგონათა ტურნირში 4.5-4.5 ქულით ლიკა კობეშავიძე (1967) და ნანი უნაფქოშვილი (2057) ლიდერობენ.

მე-6 ტურში კობეშავიძემ ნატო იმნაძე (2101) დაამარცხა, ხოლო უნაფქოშვილმა მარიამ ჭოლაძეს (1922) სძლია. მომდევნო პარტიაში ლიდერები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.

ვაჟებში ნიკოლოზ კობეშავიძე (2146), ირაკლი ბერაძე (2379) და ნოდარ ლორთქიფანიძე (2240) ასევე 4.5-4.5 ქულით ლიდერობენ.

ლორთქიფანიძემ შავი ფიგურებით ნიკოლოზ ქუმსიაშვილს (2146) მოუგო, ხოლო ბერაძე ასევე შავებით შალვა ნადირაშვილს (2184) დაუზავდა.

მე-7 ტურში ბერაძე ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდება, ხოლო ქუმსიაშვილი – ნიკა ვოლკოვს (2145).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს მიიღებენ.

ამასთან ერთად, 1-10 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობა საკუთარი ხარჯებით მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117008