დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობა პირველ ლიგაში მოთამაშე “დინამო 2”-ს აუქმებს. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. კლუბის საიტზეც არაფერი წერია ამის შესახებ. მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, საკლუბო პოლიტიკა იცვლება, რაც ფინანსების შემცირებასთანაა დაკავშირებული.