თამაშგარე

11:00 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბა რა ეგონა ნეიმარს?

ბრაზილიელი ნეიმარის აწყოფილი გულისსწორი, მოდელი და მსახიობი ბრუნა მერკეზინი ფეხურთელთან დაშორების შემდეგ გვარიანად გულნატკენი იყო და როდესაც ჟურნალისტები ნეიმარის შესახებ ეკითხებოდნენ, ან რაიმე მწარესა და ბოღმიანს ამბობდა, ანდა საერთოდ არ იღებდა ხმას.

ბოლო პერიოდში ბრუნამ ნეიმარი არამხოლოდ საერთოდ გადაივიწყა, არამედ კიდევ უფრო მეტი ეშხი და ლაზათი მისცა საკუთარ ცხოვრებას და უკანასკნელი კვირების განმავლობაში ეს შხვართი ასული ბულვარული მედიის წარმომადგენლებმა იმდენ უცნობ მამაკაცთან ერთად იხილეს, თავი და ბოლოც კი ვერ გაიგეს ვინ მისი საყვარელია და ვინ მეგობარი.

ბრუნა მარკეზინის ამჟამად სერიოზული რომანი არავისთან აქვს, თუმცა ეს მას პრობლემებს არ უქმნის იმაში, რომ თითქმის ყოველი საღამო სხვადასხვა მამაკაცთან ერთად გაატაროს და თვალნი გადმოაკარკვლინოს მისი ცხოვრებით დანტერესებულ ხალხს. აბა რა ეგონა ნეიმარს? ვინ გადაყვებოდა თან?...

0.099221