დრო ძალიან ჩქარა მიჰქრის და ერთ დროს დიდი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ წარსულის მოგონებებად რჩებიან, რასაც ვერ ვიტყვით ვეტერან იტალიელ ფეხბურთელზე, ჯანლუკა ძამბროტაზე, რომლის მუდმივ პოპულარობას კვლავინდებულად მისი ცოლი, ვალენტინა უზრუნველყოფს.
ჯანლუკას ცოლი, ვალენტინა ძამბროტა კვლავინდებურად მილიონობით მამაკაცისათვის სასურველ და საოცნებო ქალად რჩება და ამის გამო ამ მწყაზარი ქალის პოპულარობა არათუ იკლებს - პირიქით, იზრდება კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოტა ხნის წინ, ვალენტინას ტელევიზიაში საავტორო გადაცემა დაუხურეს, ამ მრავლისშემძლე ქალმა მაინც შეძლოა სხვა სატელევიზიო არხზე ახალი შოუს გაკეთება და აბა რა გასაკვირია, რომ მკერდდალოცვილი ვალენტინას შოუ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აი, ამიტომ უნდა ისწავლოს კაცმა ბავშვობიდან იტალიური ენა - რა იცი რაში გამოგადგება...







