კალათბურთი

22:21 | 6.12.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ნახევარფინალი: ჩემპიონი თასის მფლობელის წინააღმდეგ

თბილისის “დინამოსა” და “ოლიმპის” საპასუხო მატჩი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა “ქუთაისისა” და “შსს აკადემიის” შეხვედრას. დინამოელთა და ოლიმპელთა დაპირისპირება ზუსტად იგივე ანგარიშით დასრულდა, როგორც წინა მატჩი, - 77:77. ამასთან, ერთ-ერთმა გუნდმა (“ოლიმპი”) მეოთხე პერიოდის მიწურულს მოახერხა დაწეოდა წინ გაჭრილ მეტოქეს და ასპარეზობა ოვერტაიმში გადაეყვანა.

განსხვავება კი ისაა, რომ ამჯერად გამარჯვებულის გამოვლენას ერთბაშად ორი დამატებითი დრო დასჭირდა. პირველი ოვერტაიმი ძალიან მწირქულიანი გამოდგა, მეორეში კი დაძაბულობამ ბოლო წამებამდე გასტანა. საბოლოოდ, გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა, “დინამომ” მეორეჯერაც მოახერხა “ოლიმპის” ძლევა ამჯერად 91:87 და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალში თასის ასევე მოქმედ მფლობელს “ქუთაისს” დაუპირისპირდება.

დინამოელთაგან შეუცვლელად ითამაშა ლაშა გამყრელიძემ რომელმაც 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამასთან ლაშამ მეორე ოვერტაიმის მიწურულს ზედიზედ ორჯერ აიღო საკუთარ თავზე შეტევის დაგვირგვინება და ორივეჯერ ზუსტად მოათავსა ბურთი “ოლიმპის” კალათში. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ილია ლონდარიძეს (17 ქულა, 16 მოხსნა), დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი კი 19 ქულით ბესიკ ლეჟავა გახდა.

კვლავ საქებარი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ გია კაზანჯიანის “ოლიმპი”, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონ “დინამოს” ორივე მეოთხედფინალურ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართა. დღეს ოლიმპელთაგან ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა 10 და მეტი ქულა: ირაკლი ალხანაიძე (18ქ,), ნოდარ გოგოძე (17), ნუგზარ აბულაძე და კოკა ტომარაძე (16-16) და გეგი ბაქრაძე (10).

მეოთხე ნახევარფინალისტი “რუსთავისა” და “მგზავრები არმიას” დუელში გაირკვევა. პირველი მატჩი “რუსთავმა” მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი 13 დეკემბერს აკადემიის დარბაზში ჩატარდება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:29 | 24.07.2017
korn (325)

ისეთი ფლანგეები გააძრო დაჟე სუფთა გარემარბები არც ჭირდება, ვნახოთ გვარდიოლას იდეინობებიდან გამომდინარე სიტი კაი სანახავი იქნება ესეთი კამანდით რესურსი მართლა უღრმესია

21:18 | 24.07.2017
francuza-!- (1372)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:52 | 24.07.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აუ რა მაგარ გუნდს კრავ პეპ )))
პროსტო ამაში ამხელა მაყუთი რამ მიგაცემინათ ?

19:36 | 24.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

60 მილიონი რა ამბავია ისე ამაში

19:36 | 24.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგარი ფლანგები დააყენა სიტიმ.პრობლემა ქონდათ აშკარად გამოასწორეს.ყველა კაი ტრანსფერები ამათმა გააკეთEს მარა მაინც დაიხევიან კლოპის გერმანულზე

19:05 | 24.07.2017
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

კონტე სანდრო და ერთი შემტევი ნახევარმცველი მოიყვანე კიდე და მერე მოვიდეს ბარეორი.

18:40 | 24.07.2017
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ესენი რაც მოძრაობს ყველაფერი ყიდულობენ,მაგრამ შედეგი 00000000000000000000000

18:39 | 24.07.2017
taziiik (1606)

ალბად პახმელიაზეა "ის" ადმინი

18:38 | 24.07.2017
taziiik (1606)

როგორ მოხდა რეალის მარცხის ამბები რო არ გვამცნეს ამ უნიკალურ საიტზე......

18:33 | 24.07.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

მენდი-უოლკერი ფლანგებზე და იქვე დანილო ორივეს შემცვლელად ? ეს უკვე სერიოზულია...
აგერ წინა წლებში მარსელო-კარვახალს ცვლიდა დანილო რეალში. სიტის ფლანგები ბევრით არაფრით ჩამოუვარდება მადრიდელებისას.
პეპო შე ჩათლახო, ეხლაც თუ მშრალზე დარჩი უკვე მართლა საგინებელი ხარ DDDDDDDDD

19:00 | 24.07.2017
Henry1711 (404)

არ დარჩება და სეზონის დასაწყისშივე ამათი და ბარსას ჩემპიონობაზე უნდა დავდო, ნაპოლისაც ჩავაკვეხებ შენი პროგნოზისტობის ხათრით DDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163053