ფეხბურთი

2:03 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" გატეხილი ნავსი

"დორტმუნდმა" მოიგო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა წინა სეზონებში, მიმდინარეში კი იურგნ კლოპის გუნდი იშვიათად ახერხებს გამარჯვბებს. 14 ტურში ეს მხოლოდ მეოთხედ მოახერხა. ერთადერთი გოლი ტრავმებისგან გაწამებულმა ილკაი გიუნდოგანმა გაიტანა თავური დარტყმით, საგოლე პასი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაუკეთა.

გიუნდოგანის მძლავრი იარაღი სულაც არაა თავური, თუმცა გაიატანა და საბოლოოდ, სამი ქულაც მოუტანა თავისიანებს. კარგად ითამაშეს ჰენრიხ მხითარიანმა, ობამეიანგმა და კიდევ, რამდენს ნიშნავს კაპიტნის დაბრუნება, არა? მათს ჰუმელსი მინდორს დაუბრუნდა და "დორტმუნდმა" გოლი არ გაუშვა, საერთოდაც, დაცვაში კარგად ითამაშა.

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 1:0 (1:0)

დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, კელი, გიუნდოგანი (გინტერი 90), სვენ ბენდერი, მხითარიანი, რამოსი (გროსკროიცი 83), ობამეიანგი (იმობილე 90+2)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ზიულე, ფირმინო, პოლანსკი, რუდი (ელიონუსი 77), შვეგლერი (სალიჰოვიჩი 77), შიპლოკი (მოდესტე 46), ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (17)

გაფრთხილება: ზიულე (26), კელი (23), რამოსი (35), შვეგლერი (63), სალიჰოვიჩი (85), პოლანსკი (88)

მსაჯი: ცვაიერი

0.140791