კალათბურთი

21:37 | 5.12.2014 | ნანახია 1108 - ჯერ

“თსუ” პირველი ლიგისთვის მზადებას შეუდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “თსუ” სუპერლიგის პირველი ლიგის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგა. შეჯიბრება საშობაო-საახალწლო არდადეგების შემდეგ დაიწყება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “თსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა განუცხადა.

გუნდში ძირითადად იმ “თსუ”-ს ყოფილი კალათბურთელები არიან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აღნიშული გუნდის სახელით სუპერლიგაში თამაშობდნენ: ვახტანგ მინაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, სოსო შერმადინი, გიორგი მარკოიშვილი, შალვა კოხრეიძე, ზურა მაისურაძე, ვასილ ბერუაშვილი, ვახტანგ ჩქარეული, გიორგი ხანიაშვილი და ირაკლი კობიძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.061138