ფეხბურთი

16:46 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სანტოსმა” პელეს კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გაუფორმა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ თავის ყოფილ კლუბთან “სანტოსთან” კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება კლუბს უფლებას მისცემს “ფეხბურთის მეფის” საავტორო უფლებები გამოიყენოს და გაყიდოს ყველა პროდუქტი, რომელიც პელეს სახელით გამოდის ან გამოვა.

“ფეხბურთის მეფე” ბრაზილიური კლუბის ღირსებას 1956-დან 1974 წლამდე იცავდა. პელემ “სანტოსის” მაისურით 1091 გოლი გაიტანა, სანამ “ნიუ იორკ კოსმოსში” სათამაშოდ გადაბარგდებოდა.

“კლუბი მენდობოდა, როცა ახალგაზრდა ვიყავი და ამ გუნდის მეშვეობით ჩამოვყალიბდი როგორც წარმატებული ფეხბურთელი, ასევე თანაგუნდელი და კაცი. კლუბი სისხლში მაქვს გამჯდარი და არსად მივდივარ. მოუთმენლად ველოდები “სანტოსში” მუშაობას.” - განაცხადა პელემ.

ამჟამად პელე სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობს. ბრაზილიელი ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოსპიტალში გამოათავსეს. ბოლო ინფორმაციით, პელე თავს უკეთ გრძნობს და მან თავის ოთახში სიარული უკვე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115783