ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ მადრიდის “რეალს” დიდი ბრძოლა გაუმართა და უხვქულიან მატჩში 98:101 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:43 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ლევანმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3-ვე სამქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
რუსულ კლუბს, შესაბამისად, 22 და 20 ქულით, ამერიკელებმა ტეილორ როჩესტიმ და ტერენს კინსიმ ულიდერეს. ისიც ვთქვათ, რომ როჩესტიმ ტრავმაც მიიღო და ბოლოსკენ ძლივსღა დააბიჯებდა.
რეალმა ტრადიციულად გუნდურად ითამაშა და 10 და მეტი ქულა ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა. სხვათაგან სერხიო როდრიგესს გამოვარჩევთ, რომელმაც 19 ქულას 3 ჩაჭრა და 6 პასი წაამატა.
მადრიდელებმა მე-6 მატჩი მოიგეს და ევროლიგის A ჯგუფს ლიდერობენ, “ნიჟნი ნოვგოროდმა” კი 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.
ფაცაციას კლუბს მომდევნო მატჩი 12 დეკემბერს სტამბულში “ანადოლუ ეფესთან” ელის და თუკი მოწინავე ოთხეულში მოხვედრა სურს, თურქეთში მოსაგებად ძალიან უნდა მოინდომოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბაგაცკისმა ათამაშა, მაგრამ ცოტა დაუჯერებლად იდგა. უნდა მოხიოს რუსეთიდან რაც მალე, უკეთესი
სად მოხიოს საქართველოს ჩემპში თამაშს კი ჯობია ნოვგოროდში 7 წუთI ითამაშOს D
ამას სანამ ბაგადსკისია არაფერი აქ მოსახევი, მარა შანსი უნდა გამოიყენოს თორე თვითონ მოახევინებენ.
იმედია გაუზრდიან სათამაშო დროს.