ფეხბურთი

18:55 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თეთრაძე პირველი დივიზიონისა და პრემიერლიგის კლუბებს ესაუბრება

ომარ თეთრაძემ, რომელიც ბოლოს ყაზახურ “ჟეტისუს” წვრთნიდა, ინტერნეტპორტალ vesti.kz-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას რუსეთის პრემიერლიგისა და პირველი დივიზიონის კლუბებთან აწარმოებს.

- თქვენ სახელს ყაზახურ “ოკჟეტპესსა” და “ორდაბასის” უკავშირებენ. შეგიძლიათ სიტუაციას ნათელი მოფინოთ?

- ამჟამად მოსკოვში ვარ და ჩემთვის არავის დაურეკავს.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში იმუშავოთ?

- ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხოლო დანარჩენი ღმერთის ნებაა. ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. სადამრიგებლო საქმიანობის გაგრძელება მსურს, მაგრამ მუშაობა მუშაობისთვის არ მსურს. ეს ადრეც მითქვამს. ბევრს მინდა მივაღწიო და სადამრიგებლო საქმიანობით ვისიამოვნო.

- რუსულ კლუბებში დასაქმების ვარიანტები გაქვთ?

- დიახ. მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. მის დამთავრებას ველოდებით და შემდეგ გამოჩნდება. შეთავაზებას იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა მომიწევს.

- საუბარი პირველი დივიზიონის კლუბებზეა?

- როგორც პირველი დივიზიონის, ასევე პრემიერლიგის კლუბების ვარიანტებია.

0.112256