ფეხბურთი

17:06 | 4.12.2014 | ნანახია 863 - ჯერ

ჩიხრაძე აზერბაიჯანის თასის 1/4-ფინალშია

ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალში შინ პირველი ლიგის “რევანი” 6:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

“მომდევნო ეტაპის საგზურის ბედი ერთ მატჩში წყდებოდა და ამიტომ, შედეგი მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ” – განაცხადა აზერბაიჯანულ ინტერნეტმედიასთან საუბარში ქართველმა მწვრთნელმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:59 | 05.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.067164