შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სეზონი რეიტინგში მე-2 ადგილზე დაასრულა. “მხიარულმა” როჯერმა 2014 წელს ყველაზე მეტი 73 მატჩი მოიგო. თუმცა ფედერერს საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა - 92 მოგებული მატჩი. პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წელს 61 მატჩი მოიგო და 8 შეხვედრაში დამარცხდა. ნოლეს, ფედერერთან შედარებით 11-ით ნაკლები თამაში აქვს მოგებული, მაგრამ 4 თამაშით ნაკლები წაგებული. მოგება წაგების პროცენტი ნოლეს უკეთესი აქვს. ესპანელი რაფაელ ნადალი მე-3 ადგილზეა 48 მოგებით და 11 წაგებით.
იხილეთ 2014 წლის 10 საუკეთესო ჩოგბურთელი, მოგება წაგების პროცენტით.
- ჯოკოვიჩი 61-8 88.41 %
- ფედერერი 73-12 85.88 %
- ნადალი 48-11 81.36%
- ნიშიკორი 54-14 79.41 %
- მარეი 59-20 74.68 %
- ჩილიჩი 54-21 72 %
- ბერდიხი 55-22 71.43 %
- რაონიჩი 49-20 71.01%
- ვავრინკა 39-17 69.64%
- ფერერი 54-24 69.23%