საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მე-3 ჯგუფში ჰოლანდიასთან, ბელგიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები მომავალი წლის მარტში ჰოლანდიაში გაიმართება. კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდა.
8 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული 8 ნაკრები და საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი მოხვდებიან, რომელთაც მასპინძელი ბულგარეთი დაემატება.
ფინალური ეტაპი, რომელშიც 16 ნაკრები ითამაშებს, 2015 წლის 6-22 მაისს ბულგარეთში ჩატარდება.