ძიუდო

0:07 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა

დღეს, სასტუმრო “გოლდენ პალასში” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მორიგი აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

სხდომაზე დამტკიცებული იქნა 2015 წლის ძიუდოს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, მიღებული იქნა რეგულაციები სპორტსმენთა მომზადებასა და სხვადასხვა სპორტის სახეობაში მათ გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე დაინიშნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა 2015 წლის 3 იანვარს შემდეგი დღის წესრიგით:

1.2013-2014 წლების ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება

2.საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა).

3.აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.

0.116871