კალათბურთი

0:33 | 2.12.2014 | ნანახია 1890 - ჯერ

ფაცაციას პირველი სასტარტო

ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

რუსულმა კლუბმა ფინურ “ბიზონსს” უმასპინძლა და 79:65 სძლია, ფაცაციამ კი ნოვგოროდელთა რიგებში გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

ლევანმა მოედანზე 18:02 წუთი გაატარა და 3 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ ფაცაციას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა 14 ქულით მეტი ჩააგდო.

თამაშის გმირი ნოვგოროდელთა ბელარუსი ლეგიონერი არტიომ პარახუსკი გახდა 26 ქულით, 9 მოხსნით და 3 დაფარებით.

“ნიჟნი ნოვგოროდი” ვთბ-ლიგის ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” ჩაატარებს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:16 | 02.12.2014
kobaburi (269)

შეტევაში უჭირს

18:15 | 02.12.2014
kobaburi (269)

დაცვის კაცი უფროა მგონი

18:04 | 02.12.2014
chelidze (5010)

ფაცაცია რა დაბალიაა ამათ ფონზე

17:49 | 02.12.2014
michael_jordan (3195)

მსროლელი როცა ხარ მეტი უნდა გარისკო

09:15 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

დასაწყისისთვის არაუშავს, მარა უნდა მოუმატოს.

0.071376