კალათბურთი

14:20 | 30.11.2014 | ნანახია 1067 - ჯერ

ბერიშვილმა ლაშკოელების გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო

ქართველმა კალათბურთელმა მიხეილ ბერიშვილმა სლოვენიურ “ზლატოროგში” გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ლაშკოელებმა სლოვენიის ჩემპიონატში “გროსბასკეტი” 69:59 დაამარცხეს, ბერიშვილი კი მასპინძელთა რიგებში სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მე-2 იყო.

მიშამ მოედანზე 31:19 წუთი გაატარა და 12 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ზლატოროგმა” 5 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და “როგაშკასთან” და იმავე “გროსბასკეტთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 6 დეკემბერს სტუმრად “ელეკტრა შოშტანისთან” გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:47 | 30.11.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ

16:20 | 30.11.2014
torpedo (950)

აჩვენე სლოვენიელებს ქართული კლასი

14:53 | 30.11.2014
dinamo11 (1009)

საღოლ მაგრად უბერავს ეგრე გააგრძელე.ნაკრებში რატო არ გვყავს ეს კაცი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121588