ფეხბურთი

20:09 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბის წინ

ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის ყველა მატჩი კვირას გაიმართება. ათეულში შექმნილი სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ერთი ცენტრალური შეხვედრის დასახელება რთულია. ასეთად რამდენიმე მატჩი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

იმერულ დერბიში, “სამტრედიასა” და “ჩიხურას” შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი მიუახლოვდება მეორე ადგილოსან “დილას”, პირველადგილოსანი “დინამო” კი ერთპიროვნული ლიდერია და ამ ეტაპზე მისი ალტერნატივა არ ჩანს.

“ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას ბათუმის “დინამოსთან” შეეცდება. გეგუჩაძის გუნდი თასიდან გამოვარდა, იმერლები არანაკლებ წარუმატებლად გამოდიან ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც მოგებას იშვიათად ახერხებენ და ძირითადად ფრეებით გადიან ფონს.

ვაკეში, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები ითამაშებენ. “სიონმა” კრიზისს თავი ვერ დააღწია, ხოლო ზუგდიდელებს ბურდულის გუნდზე ცუდი შედეგი აქვთ და ბოლო, მე-16 ადგილს იკავებენ.

ფინანსური კრიზის მიუხედავად წარმატებული მატჩები ჩაატარა “მეტალურგმა.”მიმდინარე სეზონში “დინამო” პირველად კილასონიას გუნდთან დამარცხდა, რასაც ჩავარდნა არ მოჰყოლია და ამ ეტაპზე პირველ ლიგაში გავარდნის საფრთხე არ არსებობს.

რუსთაველები ცხინვალის “სპარტაკს” მიიღებენ. კაჭარავას მოთამაშეები მესამე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე შესაძლოა ერთი მატჩის ჩაგდებამ უკან დახიოს.

სამეგრელოს რეგიონიდან ყველაზე მაღალ ადგილს “მერანი” იკავებს. მარტვილელებს კვირას პრინციპული შეხვედრის გამართვა უწევთ. “ბურჯანაძეზე” სოსიაშვილის გუნდს ეთამაშებიან.

25 წლის მწვრთნელის გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს უჭირს, “დინამოსთან” ერთად ევროზონაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ყველა მატჩი 14:00 საათზეა დაგეგმილი, გარდა ერთისა. “დინამო” შინ “გურიას” ეთამაშება. თბილისელებისა და ლანჩხუთელების მატჩი ოდნავ მოგვიანებით, 15:00 საათზე დაიწყება.

“დინამოსთვის” ლანჩხუთელები ერთგვარ უხერხულ მეტოქედაც მოიაზრებიან. განსაკუთრებით თბილისურ კლუბში დუშან უჰრინის მწვრთნელობისას მათ შორის ხშირად დაძაბული და საინტერესო მატჩები იმართებოდა, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, მსგავსად გასული ტურებისა, მოიგებს თუ არა დამაჯერებლად ხვალინდელ მატჩს მოქმედი ჩემპიონი.

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე”, ნომინალური მასპინძელი ფოთის “კოლხეთი” ზურაბ ბერიძის “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. მათ 11-11 ქულა აქვთ და პირველ ლიგაში დაქვეითების კანდიდატებად ითვლებიან.

რაც შეეხება “შუქურას,” რომელმაც ყიფიანის თასზე ბოლო წუთებამდე გაუწია წინააღმდეგობა “დინამოს,” “ჩელე არენაზე” რევაზ ძოძუაშვილის “ტორპედოს” უმასპინძლებს. ხსენებულ გუნდებს განსაკუთრებული მოტივაცია არ აქვთ, თუმცა გასავრდნ ზონასთან სიახლოვე “აერთიანებთ.”

სამტრედია - ჩიხურა

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე.”

ზესტაფონი – ბათუმის დინამო

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: ზესტაფონი, “დავით აბაშიძე.”

სიონი – ზუგდიდი

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი

შუქურა – ტორპედო

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: ქობულეთი, “ჩელე არენა”

მეტალურგი – ცხინვალი

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: რუსთავი, “ფოლადი.”

კოლხეთი – ვიტ ჯორჯია

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე.”

დილა – მერანი

დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილი: გორი, “თენგიზ ბურჯანაძე.”

თბილისის დინამო – გურია

დრო: 30 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილი: თბილისი, “ბორის პაიჭაძე.”

1.

დინამო თბილისი

13

9

2

2

25:10

29

2.

დილა

13

7

3

3

19:11

24

3.

სპარტაკი

13

7

2

4

13:18

23

4.

სამტრედია

13

6

3

4

14:10

21

5.

დინამო ბათუმი

13

6

2

5

13:12

20

6.

მეტალურგი

13

5

4

4

17:14

19

7.

მერანი

13

5

4

4

11:9

19

8.

ჩიხურა

13

5

4

4

15:14

19

9.

ზესტაფონი

13

4

6

3

27:18

18

10.

ტორპედო

13

3

7

3

16:15

16

11.

გურია

13

3

6

4

14:22

15

12.

შუქურა

13

3

5

5

12:16

14

13.

სიონი

13

3

3

7

12:19

12

14.

ვიტ ჯორჯია

13

3

2

8

11:16

11

15.

კოლხეთი

13

2

5

6

9:15

11

16.

ზუგდიდი

13

2

4

7

8:17

10

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

თბილისის დინამო – გურია

დრო: 30 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილი: თბილისი, “ბორის პაიჭაძე.”

0.145921