ფეხბურთი

14:38 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ლუკას სილვას გადაბირებასთან ახლოსაა

ბრაზილიის 23-წლამდე ასაკის ნაკრებისა და "კრუზეიროს" ნახევარმცველმა ლუკას სილვამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდიდან კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

მას შემდეგ, რაც “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა და გერმანელი სამი ხედირაც "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, მადრიდელების სამიზნე იმედისმომცემი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა.

სილვას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. "კრუზეირო" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მადრიდელები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შესაძლოა ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ განხორციელდეს.

21 წლის სილვა "კრუზეიროს" რიგებში ბრაზილიის 2014 წლის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბრაზილიური კლუბის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა და თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

0.106516