"გლადბახის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრისტოფ კრამერმა ავტოგოლი მიითვალა და ამის წყალობით იმარჯვა "დორტმუნდმა", რომელსაც მესამე ტურის ტურის შემდეგ მოგების გემო არ გაესინჯა და ბოლო ადგილზე იყო. თუმცა ისიც უსამართლობა იქნებოდა, რომ შეხვედრა უგოლოდ დასრულებულიყო და იურგენ კლოპის გუნდს სამი ქულა ვერ აეღო – დორტმუნდელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.
გლადბახელთა მეკარე სომერსა და მცველებს საქმე არ გამოლევიათ. თავად განსაჯეთ, კლოპის ბიჭებმა 22-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, ხოლო სტუმრებმა – მხოლოდ ერთხელ! და ის ერთიც ააცილეს. დღეს ბუნდესლიგაშიც ის "დორტმუნდი" იყო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში ვხედავთ.
მეორე ადგილზეა "ვოლფსბურგი", რომლმაც ცუდ დღეში მყოფ "ჰამბურგს" 2:0 სძლია. 35 წლის ივიცა ოლიჩი ისევ გოლების იშტაზეა – ამჯერადაც გაიტანა.
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 2:0 (1:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, კნოჩე, ნალდო, ტრაში, დე ბრუინი, გულავოგი (მალანდა 83), ლუის გუსტავო, ჰუნტი (არნოლდი 81), პერიშიჩი, ვიერინია, ოლიჩი (ბენდტნერი 84)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, იანსენი (შტიბერი 70), ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი (გრინი 80), ვან დერ ვაარტი (ნაფიუ 80), ლასოგა
მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი
გოლები: 1:0 ოლიჩი (27), 2:0 ჰუნტი (63)
გაფრთხილება: დიკმაიერი (18), ოსტრჟოლეკი (22), ლასოგა (45), ნალდო (62), ჰუნტი (66)
მსაჯი: კირხერი
დორტმუნდი-გლადბახი 1:0 (0:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სოკრატისი (გინტერი 84), სუბოტიჩი, დურმი, სვენ ბევდერი, კაგავა (გროსკროიცი 73), კელი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი (იმობილე 88)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გლადბახი: სომერი, დომინგესი, იანჩკე, კორბი, შტრანცლი, ჰანი, ჰერმანი (ტრაორე 75), კრამერი, ნორდვაიტი (ვენდტი 46), მაქს კრუზე, რაფაელი (თორგან აზარი 75)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 კრამერი (58 ავტოგოლი)
გაფრთხილება: ნორდვაიტი (15), კრამერი (66), დურმი (80), სოკრატისი (83), იმობილე (90+2)
მსაჯი: ბრიხი