საქართველოს ეროვნული ნაკრების და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. როგორც გაირკვა, ქართველ ფეხბურთელს კუნთი აქვს გაწყვეტილი და მიმდინარე წელს თამაშს ვერ შეძლებს.
კანკავამ 22 ნოემბერს უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში "გოვერლას" წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღო და შეუცვლელადაც იასპარეზა.
ევროპის ლიგის F ჯგუფში "ინტერი" 8 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს 4-4 ქულით შესაბამისად "სენტ ეტიენი", "დნიპრო" და "ყარაბახი" იყოფენ.