ფეხბურთი

3:02 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” მეისონს გაუხანგრძლივებს

ლონდონის “ტოტენჰემი” ახალგაზრდა ნახევარმცველს, რაიან მეისონს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Evening Standard–ი.

23 წლის ფეხბურთელი “დეზების” პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და კარგი თამაშის წყალობით შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნული გამოცემის ცნობით, “ტოტენჰემი” მეისონს გასამრჯელოს სახით კვირაში 20000 ფუნტს შესთავაზებს, ხოლო კონტრაქტი 4 წელზე იქნება გათვლილი.

რაიანმა “მამლების” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11011