ფეხბურთი

19:30 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ნასრი: “ჯგუფში ჩარჩენა კატასტროფა იქნება”

“მანჩესტერ სიტის” ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ “ბაიერნთან” მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს, რადგან მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის მოგება საკმარისი არაა.

“გუნდი, სადაც ასეთი ხელფასებია და როგორი ფეხბურთელებიც ჰყავს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეს. “სიტისთვის” მარტო ინგლისის ჩემპიონატის მოგება საკმარისი არაა” – განაცხადა ნასრიმ.

“სიტი” 4 ტურის შემდეგ, 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და “რომას” და ცსკას 2 ქულით ჩამორჩება. მანჩესტერელები ჯგუფის ლიდერ “ბაიერნს” 25 ნოემბერს მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112333