ჭადრაკი

17:44 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ვაჟებმა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლა დაიწყეს

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირს მასპინძლობს.

ტურნირზე 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატის 5 საგზური გათამაშდება. აღნიშნულ საგზურს პირველ-მეხუთე ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. ბოლო ტურის გარდა, დანარჩენი პარტიები 15:00 საათზე დაიწყება. ბოლო, მე-9 ტური 2 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს 16:00 საათიდან დაგეგმილია ტურნირის დახურვა.

პირველ ტურში ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. 16 წლამდე მოჭადრაკეთა წარმომადგენელმა ლუკა ლიჩელმა საერთაშორისო ოსტატ აკაკი შალამბერიძეს მოუგო, ხოლო სენიორების წარმომადგენელმა სერგი ცომაიამ კი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საერთაშორისო ოსტატი ივერი ჭიღლაძე დაამარცხა. დღეს მეორე ტურის პარტიები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113509