ცენტრალური მცველი ლაშა თოთაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა.
26 წლის ფეხბურთელი ევრო-2016-ის სანაკრებო მატჩების გამო, ეროვნულ ჩემპიონატებში არსებული პაუზის დროს უკრაინაში იმყოფებოდა და ხარკოვის “მეტალისტში” ისინჯებოდა. მან პოლტავის “ვორსკლასთან” ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.
თოთაძე უკრაინიდან დაბრუნდა და განვლილ ტურში სტუმრად “ზუგდიდთან” მოგებულ (2:1) თამაშში, “დინამოს” 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა. მიმდინარე სეზონში მან თბილისელთა რიგებში 12 მატჩი ჩაატარა.