ჩოგბურთი

21:42 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში შვეიცარიამ იმარჯვა

ლილში მიმდინარე დევისის თასის ფინალის წყვილთა მატჩში შვეიცარიელთა როჯერ ფედერერისა და სტენ ვავრინკას დუეტმა ფრანგების ჟულიენ ბენეტოსა და რიშარ გასკეს ტანდემს 6:3, 7:5, 6:4 მოუგო და 2 საასპარეზო დღის შემდეგ “ჯვაროსნები” 2:1 დაწინაურდნენ.

შვეიცარელთა წყვილმა სამჯერ მოიგეს მეტოქეთა მოწოდება და ფრანგთა ხუთივე ბრეიქ-პოინტი გაანეიტრალეს. ფედერერისა და ვავრინკას ანგარიშზე 7 ეისია. დევისის თასის წლევანდელი ფინალის წყვილთა დაპირისპირება 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

ხვალ ერთეულთა თანრიგის 2 მატჩი ჩატარდება. პირველად კორტზე როჯერ ფედერერი და ჟო-ვილფრიდ ცონგა გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102559