რუსულმა “ნიჟნი ნოვგოროდმა”, რომელშიც მცირე ხნის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია ჩაირიცხა, ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.
აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებული გუნდი სარდინიაზე “დინამო სასარის” ესტუმრა და 89:82 იმარჯვა. სტუმრებმა განსაკუთრებით ძლიერად ბოლო მეოთხედში ითამაშეს, რომელიც 26:17 მოიგეს.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 16:15 წუთში კი 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლევანმა 2 სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რუსული კლუბის გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ დაიდო, რომელმაც 29 ქულა და 7 პასი მიითვალა.
“ნიჟნი ნოვგოროდმა” 3 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და A ჯგუფში კაუნასის “ჟალგირისთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ფაცაციას კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 27 ნოემბერს მადრიდში “რეალთან” ელის, რომელსაც 6-დან 5 მატჩი აქვს მოგებული და ჯგუფის ლიდერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დამაჯერებლობა აკლია და ეს იგრძნობა მის თამაშში, უფრო მეტად უნდა გარისკოს, ფარზე ფაქტიურად საერთოდ არ შედის, არადა ბევრად მეტი შეუძლია ლევანს, ცოტა ქულებიც თუ აკრიფა იმედია დაიტოვებენ. ეს ბაგატკისი კიდე მართლა მაგარი მწვრთნელი ყოფილა რა. საშუალო დონის მოთამაშეებით ევროლიგაში შედეგს დებს, ფაქტიურად არცერთი ვარსკვლავი არ ჰყავს, როჩესტის გამოირჩევა თორე სხვები ჩვეულებრივი მოთამაშეები არიან, ერთი საშუალო დონის ცენტრი ჰყავს და გუნდური კალათბურთის ხარჯზე ყველა თამაშში ბოლომდე იბრძვიან. შემადგენლობით უნიქსი ბევრად უკეთესი გუნდია, მაგრამ შედეგი ბაგატსკისის გუნდს აქვს ბევრად უკეთესი, აი რას ნიშნავს მწვრთნელი.
რაც მთავარია ამდენი დრო იმიტომ მისცეს და თან ბოლო მეოთხედში თითქმის არ შეუცლიათ, იმიტომ რო დაცვაში შეუდარებელი იყო!
მართალი ხარ დაცვა კარგია, მარა ცოტა ქულებიც თუ არ მიაშველა გაუჭირდება დარჩენა.
ყველაზე კრიტიკულ მომენტში თამაშის ბოლომდე, მგონი ბოლო 8 წუთი მოედანზე იყო... ბოლოსკენ მნიშვნელოვანი მოხსნა გააკეთა ბოლოს მეტოქის ფარზე როჩესტის აცილებული საჯარიმოს შემდეგ...აი ის ორქულიანი რომ ჩაეგდო მაგარი იქნებოდა.. მეტი გაბედულება (აშკარად ნერვიუობს) და კონტრაქტსაც აუცილებლად გაუგრძელებენ სეზონის ბოლომდე და ჩვენც გრანდში კიდევ ერთი კარგი კალათბურთელი გვეყოლება... თუ სანიკიძეს შევადარებთ ფაცაციას მარგი ქმედების კოეფიციენტი პლიუს ხუთი ქონდა, სანიკიძეს ბოლო ტურში მინუს სამი... ხოლო ფაცაციას მოედანზე ყოფნისას ნოვგოროდელებს პლიუს 9.. სანიკიძეს კი არ ვაკნინებ, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ ფაცაციაც მაგარია-ამის თქმა მინდა
კარგია