ფეხბურთი

11:36 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფუტსალისტები თურქებთან ისპარინგებენ

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდი დეკემბრის დასაწყისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

2 და 3 დეკემბერს ალიკ სარქისიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი სპორკომპლექს “არენა 1”-ში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

ოქტომბრის მიწურულს საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან პირველ სპარინგში 0:3 დამარცხდა, ხოლო მეორე ადგილობრივი ქომაგების მიერ ქართველების მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო ჩაიშალა. იმ მომენტისთვის მასპინძლები 2:0 იგებდნენ.

თეგებიფუტსალი
0.128409