თამაშგარე

20:26 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა რონალდო დაამარცხა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ახალი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად პოკერის მაგიდაზე მან ბრაზილიელ ფეხბურთელს რონალდოს მოუგო. ამ გამარჯვებით ნადალმა 50 000 დოლარი გამოიმუშავა, აღნიშნული თანხა რაფაელმა თავის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

“მახსოვს, როცა ნადალი პირველად ვნახე, მაშინ 6 წლის იყო”- განაცხადა რონალდომ.

რონალდო რაფას ბიძის მიგელ ანხელის თანაგუნდელი იყო “ბარსელონაში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114271