სოჭში მიმდინარე მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის სამშობლოში. ნორვეგიული ტელევიზიები გათამაშებული პარტიების პირდაპირ ტრანსლიაციას აწყობენ რუსეთიდან.
შეიძლება ითქვას ნორვეგია საჭადრაკო ‘ციებ-ცხელებით’ დაავადდა.
გთავაზობთ ნორვეგიული ტელე-არხის ‘VGTV’ ინტერვიუს მსოფლიოს ექსჩემპიონ ვლადიმერ კრამნიკთან.
‘კარლსენს პირველად ვეთამაშე, როდესაც ის 15 წლის იყო, იხსენებს კრამნიკი. პარტიის შემდეგ ერთობლივი ანალიზისას იგრძნობოდა მისი უდიდესი ტალანტი. და რაც ყველაზე მთავარია - მისი ყოვლისმომცველი გატაცება ჭადრაკით. მე მაშინვე ვიგრძენი რომ ჩემს წინ დიდი მოჭადრაკე იყო.
მოჭადრაკისათვის ყველაზე მთავარია - ბევრი იმუშაო, გამონაკლის მხოლოდ გენიოსები შეადგენენ- ისეთი როგორც მაგნუსი. მე გენიოსი არ ვარ- ამიტომ მომიწია ბევრი მეშრომა მიზნის მისაღწევად. არსებობს გენიოსის სხვადასხვა განმარტება, ეს სიტყვა ძალიან ამბიციურია. მაგრამ, მაგნუსი ჭადრაკში ახლოსაა ამ განმარტებასთან.
ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. რატომ ითვლება დასავლეთში სხვაგვარად? ალბათ, მიზეზი დასავლეთის ულტრა-პოლიტკორექტულობაშია, უნდა ილაპარაკო მხოლოდ სასიამოვნო სიტყვები. მე მგონია, რომ ესე მოსაწყენი და უინტერესოა. მე უბრალო ადამიანი ვარ, რუსეთის პროვინციიდან, ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ. მაგრამ, მაგნუსთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია არანაირი მიზეზი თუნდაც მინიმალური კონფლიქტისათვის.
მაგნუსის სისუსტეები? - ალბათ, ნაკლებს მუშაობს ვიდრე დანარჩენი მოჭადრაკეები. მაგრამ, სამაგიეროდ მას უფრო საღი აზროვნება აქვს. ამიტომ, უკეთესად თამაშობს. მე მგონია მან იპოვა ოქროს შუალედი.
კრამნიკმა ისაუბრა ნორვეგიაში ჭადრაკის ფენომენალურ პოპულარობაზე დღევანდელ დღეს. ‘ მე მგონია რომ ჭადრაკი მენტალურადაც შეეფერება თქვენს ქვეყანას. მაგალითად, მე წამიკითხავს რომ ნორვეგიაში პოპულარული იყო შემდეგი შოუ: ‘ბუხარი, იწვის ცეცხლი და ხალხი უცქერს საათობით. ხოლო ჭადრაკი შეიძლება ითქვას რაღაცით მსაგავსია და ცოტათი უფრო საინტერესოც...’
gcf.org.ge







