ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ქობულეთში, ადგილობრივი “შუქურა” “ჩელე არენაზე” თბილისის “დინამოს” დაუზავდა – 1:1.
მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში დინამოელთა ფორვარდმა გიორგი ჩირგაძემ გახსნა. თუმცა, თბილისელებმა ანგარიშში უპირატესობა მცირე ხანს შეინარჩუნეს. მე-19 წუთზე თანაფარდობა ქობულეთელთა თავდამსხმელმა ზვიად მეტრეველმა აღადგინა, რომელსაც თავის დროზე “დინამოში” უთამაშია.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 26 ნოემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შექურას გაუმარჯოს! ისე ქობულეთი გაძლიერდა ასე თუ დინამო ასეთ დღეში,მე დინამოს ადგილას ავიყვანდი 19-21 ჩვენ ბიჭებს ძალიან ნიჭიერები არიან, და 2 წელში კარგი შედეგიც იქნებოდა, ამდენი ლეგიონერებიდან ვინც ჩამოიყვანეს ერტი ჩისკო იყო კარგი დონის, დანარჩენი ჩვენს ბიჩებს არაფრით არ ჯობდენ,ღმერთით შუქურა თას აიღებს !!!!
Pირველი ტაიმი არ ვიცი, აი მეორეში. Dინამოს კარისკენაც არ დაურტყამს. შუქურას ვულოცავ,ფრეკარგი შედეგია. Mაგრამ ქართული გუნდის ადგილი არ ჩანს ევრო თასებზე:-(
დინამოს აუცილებლივ სჭირდება გაძლიერება ლეგიონერებით.ეხლა თუ არ ჩამოიყვანეს მერე გვიან იქნება.ევრო თასებზე აუცილებლივ გადის და შეთამაშებული უნდა შეხვდნენ.ერთი თვე არ ყოფნის გუნდს რომ ჩამოყალიბდეს.ისე რომ დინამოს გაძლიერება უნდა, ევროზე კარგი ფეხბურთელებით.
შუქურას სააღოლ
))