ჩოგბურთი

13:51 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ნადალს გაასწრო

მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხების ოდენობით ესპანელ რაფა ნადალს გაუსწრო. წლეულს 27 წლის სერბმა 14 მილიონ 250527 დოლარი გამოიმუშავა და მთლიანობაში საბანკო ანგარიშზე 72 მილიონ 403908 დოლარი აქვს დარიცხული.

28 წლის ნადალს საჩოგბურთო ასპარეზობით 71 მილიონ 379236 დოლარი მიუღია, წლეულს კი ანგარიში “მხოლოდ” 6 მილიონით შეივსო. სადიდსლემო ტურნირების 14-გზის ტრიუმფატორმა მალიორკელმა ბოლო 9 სამეიჯორო ტურნირიდან 3 გამოტოვა, ჯოკოვიჩს კი უკანასკნელი 40 სადიდსლემო შეჯიბრებიდან არცერთი გამოუტოვებია.

0.116353