19 წლის შვედ კრისტოფერ ოლსონს ინგლისის ჩემპიონშიფში თამაში სურს. ლონდონის “არსენალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი განათხოვრების წესით “მიდტიულანდში” თამაშობს, თუმცა უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა სურს.
“ვფიქრობ ინგლისის ჩემპიონშიფში თამაში “არსენალში” დამკვიდრების შანსს გამიზრდის. “არსენალის” რეზერვებში თამაში ნაკლებად მისაღებია ჩემთვის. ვთვლი რომ ჩემპიონშიფი საკმაოდ ძლიერია და ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირებაში დამეხმარება” - განაცხადა ფეხბურთელმა შვედ ჟურნალისტებთან საუბარში.
კრისტოფერ ოლსონი 2013 წელს “ნორკოპინგიდან” გადავიდა ლონდონურ კლუბში, თუმცა სარეზერვო გუნდში თამაშით შემოიფარგლებოდა.